ბორჯომი იშვიათი სილამაზის ქალაქია. იგი მდ.მტკვრისა და პატარა მდინარე ბორჯომულას ხეობებში მდებარეობს.მთების ფერდობებზე კოხტა სახლებია შეფენილი. რაიონი ცენტრში ძველი და ახალი სასტუმროა.იქვეა სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, სხვადასხვა უწყებათა შენობები, კაფეები, რესტორნები და სხვა.
მართალია, ბორჯომ-პარკის ტერიტორიაზე ძველი არქიტექტურული ძეგლები არ გაგვაჩნია, მაგრამ ექსკურსიები ახლომახლო პუნქტებში-საგერში,გოგიას ციხესა და პეტრეს ციხეში ეწყობა.
ს ა დ გ ე რ შ ი ფეხითაც შეიძლება ასვლა და მანქანითაც. ფეხით მოსიარულენი პლატოს აღმართს თუ აუყვებიან, მალე სადგრის მიდამოებში აღმოჩნდებიან, სადაც ძველი ნაგებობბიც არის და ახალიც, ეკლესიაც და დასასვენებელი სახლებიც.
ეკლესია დარბაზული ნაგებობაა და მრავალჯერ გადაუკეთებიათ.იგი დაახლოებით XV-XVI საუკუნებშია აგებული.ამავე დროსაა შეთხზული საინტერესო ოდა, სადგრის დეკანოზ სვიმეონ შოთასძის მიერ.ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს გვარი შოთა რუსთავლისაგან მომდინარეობს.
მწვანე მონასტერი IX საუკუნის მამათა მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩითახევი. მეცნიერთა აზრით მონასტერი წმ.გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების,ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია.სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანებით სამრეკლო.სამრეკლო ორ სართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
XVI ს-ში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XXს-ის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წლს კი მამათა მონასტერი აღდგა.
ბორჯომ-ბაკურიანში ფუნქციონირებს მრავალი ტაძარი:ანდრია პირველწოდებულის,ნიკოლიზის, ღმრთისმშობლის, დავითაღმაშენებლის,მთავარანგელოზის, თამარმეფის, სერაფიმ საროველის, წმ.გიორგის სახელობის და სხვა.
წაღვრიდან სამი კილომეტრის დაშორებით მდ.გუჯარეთულას მარჯვენა მხარეს სოფელ ტიმოთეს უბნის განაპირას ლამაზ ბუნებაში მდებარეობს არქიტექტურული ძეგლი-ტიმოთეს უბნის მონასტერი,რომელიც XII-XIIIსაუკუნეების მიჯნზე აშენებულა.ძეგლის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური.
მონასტერი მაღალგუმბათიანი ტაძარია და შესანიშნავი კომპოზიციით არის წარდგენილი. გუმბათის დეკორად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ცისფრად მოჭიქული ფილები.მონასტრის საცურავად გამოყენებულია ლორფინები.ტაძრის კედლები მოხატულია.
ნეძვის მონასტერი დათარირებულია IXსაუკუნით.ძეგლი აგებულია გრგოლ ხანძთელის მოწაეებისა და ქრისტებორეს მიერ.ძეგლის გაწმენდის შემდეგ(1948-1962წ-ში)ეკლესიის თავდაპირველი გეგმა გამოვლინდა და ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის, ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა.აფსიდიანის შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი სვეტებითა და თაღებით.აღმოსავლეთ აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასვლეთ-ნახევრად წრიული ექსედრები.ეკლესისას სამხრივი გარშემოსავლელი ჰქონდა.გვერით სწორკუთხოვანი ეკლესიები. ერთმანეთთან დასავლეთი გასასლელით იყო დაკავშირებული.ცნობილია, რომ აწყურის ეპისკოპოსი ,გრიგოლ ხანძთელის მოწაფე ეფრემ მაწყვერელი (დიდი ეფრემი)ნეძვის მონასტარში ცხოვრობდა.
ბორჯომის ჩრდილო აღმოსავლეთით, მაღალ სალკლდეზე, აშენებულია სალის ციხე, საიდანაც კარგად მოჩანს პეტრეს, დაბს და გვირგვინას ციხეები, ცხადია სალის ციხე, საშიშროების შემთხვევაში, სასიგნალო პუნქტის მოვალეობას ასრულებდა.
გ ო გ ი ა ს ც ი ხ ე, რომელიც უშუალოდ ბორჯომს ეკვრის, მთის ქედიდან მტკვარს გადაჰყურებს. იგი ალბათ იქვე გამავალ გზას დარაჯობდა. ციხის ვიწრო გალავანი კეხს მიჰყვება და გადასახედთან კოშკით მთავრდება. ოთხსართულიანი კოშკი პირამიდული ფორმისაა. ყოველ სართულზე კარ-სარკმლებს გარდა სათოფეებია დატანებული. ციხე XVII საუკუნეს მიეკუთვნება.
გოგიას ციხის შესახებ შემონახულია დღემდე თქმულება.რომელიც საინტერესო ცნობებს გვაწვდის ციხის შესახებ.ბორჯომში ცხოვრობდა ორი რაინდი ძმა, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ციხეები.ძმები შიშის ზარს სცემდნენ შემოსულ მტრებს, მაგრამ გარეშე საშიშროების მოგერიების შემდეგ ერთმანეთს არ ინდობდნენ-აოხრებდნენ ერთი მეორის მამულებს და ნატრობდნენ ურთიერთშეხვედრას სასიკვდილოდ.
ძმათა შორის გამუდმებული ბრძოლა მოსწყენიათ მეგობრებს,ნათესავებს და მათი დაზავება განუზრახავთ.მიზნისთვის თითქმის კიდეც მიუღწევიათ. გოგიას ციხის პატრონს მიუწვევია ძმები და შედგომის დიდ სამზადისს.ძმების შერიგება უნდა მომხდარიყო.გარდა სტუმრებისა, ორივეს ცალ-ცალკე ამალა ახლდა. შუა ვახშმობაშიც არ იქნებოდნენ, რომ ერთი გაუფრთხილებელი სიტყვის გამო ძმებმა ხანჯალზე ხელი გაისვეს.საშინელმა სისხლის ღვრამ 60 კაცი იმსხვერპლა,ძმებმაც ერთმანეთი განგმირეს და მიწას დანარცხეს.
გოგიას ციხეზე გადახდენილ ბრძოლებზე ინფორმაციას გვაწვდის ისტორიკოსი ვ.პოტტო.ამ იხეში იყო რუსი ჯარის საგუშაგო,რომელიც მეთვალყურეობდასამცხე-ქართლის იწრო გზას.გოგიას ციხის დამხვალთა როცხვში შედიოდა აგრეთვე ქართული მილიციის ნაწილები, რომლებსაც მამაცი მებრძოლი ვეზირიშვილი მეთაურობდა .
ოსმალებს გადაუყვეტიათ გოგიას ციხის აღება, მაგრამ ქართველები შიგ ჩაკეტილან და გმირულად შებრძოლებიან მტერს, მოუგერიებიათ მათი იერიში და დიდად დაზარალებული მტერი უკუქცეულა.
ქალაქს გასცდებით თუ არა, გზის მარცხნივ მაღალი მთის რთულ რელიეფზე
პ ე ტ რ ე ს ც ი ხ ე მდებარეობს. ეს მოზრდილი ციხე მტკვარს მარჯვნიდან დაჰყურებს. არავინ უწყის რატომ ქვია მას პეტრეს ციხე, ან ვინ იყო პეტრე და გოგია. შეიძლება ისინი ისტორიული პირები იყვნენ.აზრის გასამტკიცებლად ფაქტიც უნდა მოვიშველიოთ , უკვე XVI საუკუნეში „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ იხსენიება პეტრეს ციხე. პეტრეს ციხე ვახუშტის თქმით XVIII საუკუნის პირველ ნახევარშიც კი „არს ფრიად მაგარი და შეუვალი მტრისგან“.
XVIII საუკუნის შუა ხანებიდან პეტრეს ციხე და ეს მიდამოები ერეკლე მეფის კუთვნილება ყფილა. მეფეს ამ მხარის სარდლისათვის რევაზ ამილახვრისთვის უბრძანებია, ციხეში ჯარი ჩაეყენებინა და „თუ მოსარევი მტერი იყოს, პასუხს მისცემენ; თუ დიდი ჯარი იყოს, სოფლებს შეატყობინონ“.ჩვენთვის ცნობილი არ არის შემდეგ როგორ მიიტაცეს პეტრეს ციხე ახალციხის ფაშებმა, 1812 წელს ახალციხეს მიმავალი ერეკლეს შვილიშვილი ლეონი აქ ღამის გასათევად შეჩერებულა და იგი ლეკებს მოუკლავთ.
ციხე ძრითადად ციტადელისა და ქვედა გალავნისგან შედგება.ციხის შიგნით სხვადასხვა ნაგებობების კვალი და საკმაოდ მოზრდილი ორი წყალსაცავი ჩანს. ციხის კედლებში ბლომადაა სათოფეები და სალოდეები.
ლ ი კ ა ნ შ ი, შესანიშნავი სანატორიუმებია, შემდეგ VII საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა შემოგხვდებათ, რომელი მრავალჯერაა გადაკეთებული.
ეკლესიაზე დასავლეთის მხარეს მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო. მეორე სართულის სვეტზე ასომთავრული წარწერიდან ირკვევა, რომ იგი ქიშვარდ ავალიშვილსა და მის თანამეცხედრეს მეფეთა-მეფის ასულს თამარს აუგიათ. წარწერა დათარიღებული არ არის, მაგრამ ვარაუდით XVI საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავალიშვილების სამფლობელოს წარმოადგენდა და არა მარტო ლიკანი, არამედ ბორჯომიც.
ლიკნის ხეობის სიღრმეში კიდევ მრავალი საინტერესო ძეგლია. აქ მდგარი დარბაზული ეკლესია თავისი მინაშენებით საკმაოდ დაზიანებულია, ხოლო მოგვიანებით, დაახლოებით XV-XVI საუკუნეებში აგებული სამრეკლო უკეთ გამოიყურება.კედლებზე ბლომადაა ჩუქურთმა, მაგრამ ხარისხით დაბალია.
ამ ადგილებში იგრძნობა ბუნების მკვეთრი ცვლილება, მხოლოდ მთებია მწვანით მოსილი. მტკვრის პირას, გზების შესაყარზე, დგას სიმაგრე, რომელიც დ ვ ი რ ი ს ც ი ხ ი ს სახელით არის ნობილი. მარტალია, იგი პატარა ციხეა, მაგრამ მას კარგი მდებარეობა ჰქონდა, რაც საკმაოდ ამაგრებს მის პოზიციებს.
სოფელ ქვაბისხევის ახლოს დ ე მ ო თ ი ს ც ი ხ ე და ქ ვ ა ბ ი ს ხ ე ვ ი ს მონასტერი მდებარეობს.მის სამხრეთ ეკვდერის კედელზე შერჩენილი მხატვრობიდან აღსანიშნავია მამაკაცისა და ქალის გამოსახულება, რიმელსაც „შოთა“ და „ია“ აწერია. რადგან ფრესკა XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება , მეცნიერები ვარაუდობენ , შოთა -შოთა რუსთაველი ხომ არ არისო?
ს ლ ე ს ი ს ც ი ხ ე, მტკვრის მარცხენა ნაპირას, სლესის ხევის შესართავთან, დგას კლდესთან შეზრდილი ციხე, რომელიც შორიდან ერთიან მასად გვეჩვენება.იგი მტკიცედ ნაგები სიმაგრეა.მის ამგებს არა მარტო ნაგებობის მაღალ ხარისხზე ,არამედ ციხის კედლების სილამაზეზეც უფიქრია.ციხის კომპოზიცია დღეს ნანგრევების სახით შემოგვრჩა და მაინც მიმზიდველია.
ფეოდალურ ხანაში -XVI-XVIIIს-ში ისტორიულმა თორმა (დღევანდელი ბორჯომის და მისის მიმდებარე ტერიტორიები)გაუძლო ყიზილბაშებისა და თურქ-სელცუკების შემოსეებს.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია სოფელ მზეთამზიაში და ქვაბისევში გათხრებით მოპოვებულია რკინის ხანის შრომისა და ბრძოლის იარაღები:ხელცულები, სატევრები,ისრისპირები, ცულისპიები.