Wednesday, November 13, 2013

ბორჯომის სახელწოდება - ტოპონიმიკა

         ზურმუხტისფერი მწვანის თვალუწვდენელი სიმრავლე;წითელი,ყვითელი და               ზოგან ისევ მწვანე ნათება;თეთრად შეფერილი ნაძვის ხეები...წლის ნებისმიერ დროს       თვალწარმტაცია ბორჯომი,საქართელოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე მის სამხრეთ-         აღმოსავლეთით მდებარეობს.


            ცნობილი ქალაქ-კურორტის სახელი ერთი შეხედვით ამოუცნობ გეოგრაფიულ        
     სახელთა რიგს ეკუთვნის.  მისი წარმოშობის ახსნა ბევრს უცდია,ზოგს უცხოური      
     ჰგონებია.  ხალხსაც გამოუჩენია ერთგვარი მისწრაფება გარკვეული შინაარსი    
     ჩაექსოვებინა მასში.   ხალხურ გადმოცემას ეს სიტყვა ორად გაუყვია და თოთოეული 
     ნაწილი ცალ-ცალკე გაუაზრებია, სახელდობრ ასე:  ბურჯი და ომი  (ხალხური   
     თქმით,თითქოს ერეკლე მეფემ აქ დიდი და უმთავრესი ომი ე.ი. ბურჯი ომი 
     გადაიხადაო).
             საყურადღები ისაა,  რომ ამ ხალხურ გულუბრყვილო ეტიმოლოგიაში სწორად   
     არის მიგნებული სიტყვის პირველი ელემენტი ბურჯი,  რომელიც თავისი  ფორნითა 
     და შინაარსით ახლოსაა გრამატიკული ანალიზით მოპოვებულ 
     მონაცემებთან.   ირკვევა,რომ ბორჯომი მართლა ორნაწილადი სიტყვაა,  მისი მეორე 
     ელემენტი რიგ გეოგრაფიული სახელებისათვის დამახასიათებელ დაბოლოებას 
     წარმოადგენს,  ესაა „-ომ“.
              ქართული განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, “ბორჯო“  ფესვს ნიშნავს.    
     ორბელიანის ცნობით " დიდთა ხეთა რა სხვილ(ნ)ი რტონი განეყოფიან, მას ეწოდებიან გრჯღა, მას ზედეთ განყოფილთა ეწოდებიან ბორჯღალი".
               ბორჯღებიანი ანუ გაბორჯღლილი ხე აღმოსავლეთ საქართველოში ითქმის ისეთ       ხეზე,რომელსაც ფართოდ გაშლილი მრავალი შტო აქვს.


               ბორჯა გამოყენებულია გაბარჯღულრქებიანი ირმის სახელადაც.
       ხსენებული სიტყვები "ბორჯი", "ბორჯღალი","ბორჯა" ცხადია ერთი და იგივე        
      ძირისაა,  მათი მნიშვნელობაც ახლოსაა ერთმანეთთან,  ყველა მათგანი 
      დაკავშირებულია ერთი საერთო ძირიდან წამოზრდილ და მრავალმხრივ გაშლა-  
      განტოტების გაგებასთან.  რაც შეეხება სიტყვა „ბურჯს“,   ყოველგვარი სახის     
      სიმაგრის ე.ი. ბურჯების ასაგებად პირველად საძირკველში გაბარჯღულ ხის ტოტებს 
      ჩაყრიდნენ ხოლმე.
                ამგვარად, "ბორჯომი" წმინდა ქართული სახელია,როგორც დაბოლოებით, ისე   
      ძირეული ნაწილითაც.   ტერმინი „ბორჯომი“ წერილობით ძეგლებში პირველად XVI       საუკუნეში გამოჩნდა (გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი,      
      გიულდენშტეინის  ნაწარმოები ,ვახუშტი ბატონიშვილის ნამუშევრები).
               ასწლოვანი და ხშირი ტყეებით დაბურულ კუთხეში მგვარი შინაარსის      
       სახელწოდების  წარმოშობა შემთხვევითი არ უნდა იყო.  მას უსათუოდ კავშირი 
       უნდა ჰქონდეს ბუნების იმ თავისებურებებთან,  რითაც ხასიათდება დღევანდელი            ბორჯომის ხეობა.

No comments:

Post a Comment