Wednesday, November 13, 2013

ბორჯომის გეოგრაფიული მდებარეობა

 ბორჯომი  გაშენებულია ბორჯომის ხეობაში მდ.მტკვრისა და მისი  მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ნაპირებზე.ქალაქსა და მის შემოგარენს უჭირავს მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიანი(უმთავრესად წიწვიანი) კალთები  ზ.დ.800-900მ.  თბილისიდან 150კმ.საერთო ფართობი 1189კმ.კვ.



      ბორჯომის ჰავა ზომიერად ნოტიოა,იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული . საშუალო  წლიური  ტემპერატურა 8,3გრადუსია.ნალექები 653მმ წელიწადში.
       ჩრდილოეთით ესაზღვრება  ხაშურის, ქარელისა გორის აღმოსავლეთით წალკის,სამხრეთით ახალქალაქის და ასპინძის,ხოლო დასავლეთით ახალციხის ადმინისტრაციული რაიონები.
ბორჯომის ხეობა ახალციხის ქვაბულს შიდა ქართლის ბართან აკავშირებს. ხეობის ფერდობები დასერილია ხევებით, ბევრგანაა მეწყერები და გაშიშვლებული კლდეები.
რელიეფი მეტად მთიანია.ბორჯომის რაიონის ტერიტორიააგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით,ანდეზიტებით,ტუფ-ბრეგჩიებით და დანალექი ქანებით.გვხვდება მდინარეული და ტბიური ნალექებიც.

        ბორჯომის რაიონი მოიცავს მცირე კავკასიონის ნაწილს-თრიალეთის ქედის დას.და მესხეთის ქედის აღმ.დაბოლოებებს.ბორჯომის რაიონის ფარგლებშია თრიალეთის ქედის განშტოებები-გვირგვინა(ჩრ. დას-ით) და ციხისჯვარი(სამხ.დას-ით) მწვერვალები თორტიზა,გვირგვინა,მურყნევი,ჯამჯამა, ქვაჯვარი, კოდიანი და სხვა. თრიალეთის ამ შტოქედებს შორის მდებარეობს თორის ქვაბული. მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალების ( ლომის მთა, დედაბერა და სხვა) სიმაღლეა 2000-2200მ. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ბორჯომის ხეობას უჭირავს. რაიონში განვითარებულია საშუალომთიანი ეროზიული რელიეფი, რომელშიც კარგად არის გამოხატული ვულკანიზმის კვალი. აქ არის ბაკურიანის, გუჯარეთისა და დაბაძველის ვულკანური ცენტრები. ბაკურიანის ვულკანური ცენტრიდან წამოსული ნაკადი ბორჯომამდე აღწევს, ხოლო გუჯარეთის ვულკანური ნაკადი წაღვერთან მთავრდება. დაბაძველის ვულკანურ კერასთან დაკავშირებულია ლავური განფენი, რომელიც წყალგამყოფ პლატოს ქმნის მდ. მტკვრიხ ხეობასა და ბორჯომულას აუზს შორის.
      ბორჯომის რაიონი  მდიდარია სამშენებლო ქვით-ანდეზიტი, ბაზალტი, პემზა.
   უმთავრესად გავრცელებულია ტყის ყომრალი და გაეწერებული ყომრალი.

  ბორჯომის დროშა



ბორჯომის გერბი






No comments:

Post a Comment