Wednesday, November 13, 2013

ბორჯომის კულტურული ღირსშესანიშნაობები

  ნიჭიერი ხალხის გარდა,ბორჯომი მდიდარია კულტურული ძეგლებითაც.  მიხეილ რომანოვს ბორჯომი რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაუქცევია და აქ 1864-1871 წლებში აუგია მავრიტანული სტილის დიდებული სასახლე,რომელიც 1968 წელს ხანძარს გაუნადგურებია.ამ ადგილზე მოგვიანებით სანატორიუმი „მთის ხეობა“ აშენდა.



კურორტზე საპატიო სტუმრების მისაღებად აშენდა სასტუმროები.ქალაქის ცენტრში 1880 წელს გაშენდა ბაღი,რომელიც დღეს მერაბ კოსტავას სახელს ატარებს.
   1890 წელს კავშირგაბმულობისათვის აშენდა აგურის ორსართულიანი შენობა,რომელშიც ჯერ ფოსტა,შემდეგ კი სტამბა და რედაქცია იყო გაშენებული.
   1890 წელს მტკვრის მარცხენა მხარეს გერმანელმა ინჟინერნა შვეიერმა ააგო სამსართულიანი გოთური სტილის ქვითკირის შენობა,სადაც დღეს ბორჯომის მხარტეთმცოდნეომის მუზეუმია განთავსებული.ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია  საქართველოს მუზეუმებს შორის,იგი 1926 წელს გაიხსნა.



ბორჯომს დღემდე ამშვენებს რენესანსის სტილის სასახლე,რომელიც 1892-95 წლებში მიხეილის ვაჟის -ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით აუგიათ.
    1892 წელს ირანის კონსულმა მირზა რიზა ხანმა,თავისი მეუღლის საპატივსაცემოდ, ბორჯომში აზიური სტილი ულამაზესი შენობა „ფირუზა“ ააშენა,რომლის ჭერიც ქვებით იყო მოოჭვილი.მომდევნო წლებში აქ სანატორიუმი გაიხსნა,რომელმაც 1990-იანი წლებიდან ფუნქცია დაკარგა,თუმცა იგი ამჟამად უკვე რესტავრირებულია და მრავალი უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტი განცვიფრებაში მოყავს.


   2005 წელს გაიხსნა განახლებული პარკი,სადაც მრავალი გასართობი ატრაქციონი და მინერალური წყლების პავილიონია.პარკში აგებულია ახალი სასტუმრო „პარკ-ჰოტელი“.



   ბორჯომის კულტურული ძეგლებიდან ასევე მნიშვნელოვანია საბაგირო გზა,შრომისა და დასვენების ეროვნული პარკი,გასართობი ცენტრები,ატრაქციონები,კინოთეატრი,თოჯინების თეატრი,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. მოკლედ,ჩვენი ქალაქი არც ერთ მნახველს  არ დატოვებს გულგრილს.

  ჩვენებურები

   ნებისმიერ ქვეყანას,თუ კუთხეს ჰყავს გამორჩეული ადამინები,რომლებითაც ამაყობს ხალხი და რომელთა შესახებ მათ აქვთ გულიდან ამომავალი სიტყვა- „ჩვენებურები“. დიახ,სწეორედ ჩვენებურები არიან საქართველოს დამსახურებული მხატვრები მარგარიტა და შოთა მეტრეველები,თანგული ორთოიძე,ომაზ ჩხეიძე,ოთარ ვეფხვაძე...
   







No comments:

Post a Comment