„ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომლის ასაკიც ათასწლეულებს ითვლის. ის ნახშირორჯანგია, რომელიც გაზის დახმარებით მიწის ზედაპირზე 8-10კმ სიღრმიდან ამოდის. სხვა ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებისგან განსხვავებით, ბორჯომი მიწის ქვეშ ვერ ასწრებს გაგრილებას და ზედაპირზე თბილი სახით ამოდის გზად კი კავკასიის მთების ქანებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით მდიდრდება.
კვლევების შედეგები იმას მიუთითებს, რომ იგი მიწის წიაღში მინერალიზებული შედარებით ახალგაზრდა, მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლებისგანაა ფორმირებული.
XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი კვლევის პროცესში, რომლლის ფარგლებშიც სხვადასხვა მინერალური წყალი გამოიკვლიეს აღმოჩნდა, რომ მინერალური წყალი „ბორჯომი“ წყალბადის ზოგიერთი იზოტოპების თანაფარდობით, რომელიც ყველა მინერალურ წყალში არსებობს, კარდინალურად განსხვავდებოდა დანარჩენი საკვლევი წყლებისაგან.
„ბორჯომი“ უნიკალური წყალია, რომელსაც ჩვენ 1500 მეტრის სიღრმიდან მოვიპოვებთ, თუმცა მისი ფორმირება გაცილებით უფრო ღრმად, 8000 მეტრის სიღრმეზე ხდება. სწპრედ მიწიდან ამოსვლის დროს ჯერდება წყალი უნიკალური მინერალებით.
კავკასიაში ბევრი მინერალური წყალი მოიპოვება, მაგრამ არც ერთ მათგანს გააჩნია ისეთი შემადგენლობა, როგორიც „ბორჯომს“ აქვს. ბორჯომის თითოეული წვეთი შეუფასებელია.
საწარმოო გაერთიანება „ბორჯომი“ წელიწადში 400 მილიონ ბოთლ „ბორჯომს“ აწარმოებდა, რომელიც მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში გადიოდა.
XIX საუკუნიდან დაწყებული წყლის უნიკალურ თვისებებზე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამედიცინო კვლევა გამოქვეყნდა. 170 წელზე მეტია „ბორჯომის“ საბადო გეოლოგებისა და ქიმიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. მათი კვლევები ადასტურებენ მინერალური წყლის ტემპერატურის ფიზიკურ და ქიმიური თვისებებისა და მისი მინერალური შემადგენლობის უცვლელობას. დღეს „ბორჯომის“ შემადგენლობა ზუსტად ისეთია, როგორიც იყო მისი აღმოჩენის დროს. ამას ამტკიცებს 1890 წლიდან დღევანდელ დღემდე რეგულარულად წარმოებული კვლევების შედეგები.
წყლის უნიკალურ თვისებებზე ჯერ კიდევ უძველეს დროშია საუბარი. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მტკიცებით, ძველად „ბორჯომს“ არა მარტო სვამდნენ, არამედ სამკურნალო აბაზანებსაც იყენებდნენ. ამას ადასტურებს გათხრების დროს ნაპოვნი ქვის აბაზანები, რომელიც ახ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. გარდა ამისა აღმოჩენილია შუა საუკუნეების თიხის მილები, რომლებიც ბორჯომის ზოგიერთ წყაროს უერთდებოდა. როგორც აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს - „საქართველოში ძველად მიღებული ყოფილა სამკურნალო წყლებით მკურნალობა, გარეგანი საშუალების სახით აბაზანებად და შინაგანად - დასალევად. ასევე იერთი და იმავე დროს გარეგან და შინაგან საშუალებად.“
პირველი ოფიციალური ცნობა ბორჯომის მინერალური წყლის მკურნალობაზე მოგვაწოდა ფერშალმა მარტონენკომ 1827 წლის 15 ნოემბერს.
1816 წელს ქ. გორში განლაგდა პოპოვის ცხენოსანთა პოლკი, რომლის ჯარისკაცებიც მივლინებული იყვნენ ბორჯომის ხეობაში შეშის დასამზადებლად. სწორედ მათ „მეორადად“ აღმოაჩინეს ბორჯომის მინერალური წყლის საბადოები, რომლის წყალი ბოთებით მიჰქონდათ ქ. გორში უფროსების საპატივსაცემოდ. 1825 წელს პოლკის უფროსმა პ.ვ. პოპოვმა იმკურნალა ბორჯომის წყლის აბაზანებით. შემდგომში ავადმყოფ ჯარისკაცებს იგი აგზავნიდა ბორჯომში სამკურნალოდ.
ბარონი გ.ვ. როზენ პირველი რუსეთის მეფეს ატყობინებდა, რომ „აღმოჩენილი მინერალური წყლები დიდ სამსახურს გაუწევენ ქრონიკულად დაავადებულ ჯარისკაცებს განკურნებაშიო.“
ბორჯომი საუკეთესოდ წმენდს ორგანიზმს, აცილებს სიმძიმის უსიამოვნო გრძნობას და ათავისუფლებს ზედმეტისაგან, უნიკალური ბუნებრივი თვისებების წყალობით „ბორჯომი“ არა მხოლოდ კლავს წყურვილს, ეფექტურადაც წმენდს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.
კვების ჰიგიენის სპეციალისტების აზრით, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ირღვევა და შესაბამისად მასში მჟავა ჭარბობს. „ბორჯომის“ სისტემატიური მიღება ხელს უწობს ბალანსის ნორმალიზებას და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. „ბორჯომი“ აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და ორგანიზმიდან მავნე ნივთიეებებს გამოდევნის.
წყალი დაბალანსებული მინერალური შემადგენლობით გამოირჩევა, რაც შესაძლებელს ხდის მის ყოველდღიურ მოხმარებას.
ბორჯომის მინერალური წყლების მოქმედება დეტალურად შეისწავლა მედიცინის დოქტორმა ალექსანდრე ალადაშვილმა, რომელმაც 1911 წელს ხარკოვის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ბორჯომის ეკატერინეს მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხებისათვის“. მან დაადგინა, რომ ბორჯომის ეკატერინეს მინერალური წყალი საჭმლის მიღებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე ამცირებს კუჭის სეკრეციას და კუჭის წვენის მომნელებელ ფუნქციას, მაშინ, როდესაც იგივე მინერალური წყალი მიღებული საჭმელთან ერთად, აძლიერებს კუჭის სეკრეციას; რომ პარალელურად იცვლება პანკრეასის სეკრეციაც და ოდნავ მატულობს ნაღვლის გამოყოფა; რომ გაზიანი ბორჯომის მინერალური წყალი უფრო აძლიერებს კუჭის სეკრეციას ვიდრე უგაზო მინერალური წყალი.
პროფესორ ალადაშვილის დასკვნები ახალი სიტყვა იყო მედიცინაში, კურორტოლოგიის მეცნიერებაში, რამაც დასაბამი მისცა ბორჯომის ტიპის მინერალური წყლებით მკურნალობას, სრულიად ახალი, განსხვავებული მეთოდებით გამოყენებას ბალნეოლოგიაში და საერთო აღიარება დაიმსახურა. ბორჯომის მინერალურ წყალს თავისი უნიკალური თვისებებით ვიშის (საფრანგეთი) წყალსაც ადარებენ.
No comments:
Post a Comment