სახელგანთქმული კურორტი ბორჯომი ოდითგანვე გამოირჩეოდა მარად მწვანე ბუნებითა და იშვიათი ჯიშის ხეებით, თუმცა წლების გასვლასთან ერთად ბორჯომის ბუნებას ხე - ტყის მასიური ჩეხვის გამო დიდი ზიანი მიადგა. ბორჯომის ტყეებში მოჭრილი ფიჭვების უამრავ კუნძს ნახავთ.
ბოლო წლებში ბრაკონიერებმა იშვიათი ჯიშის სოჭნარიც გაანადგურეს. მართალია, ბრაკონიერობა კანონით ისჯება და საგირავნო სოლიდურ თანხასაც იხდის, თუმცა, ამ მკაცრი ზომების მიუხედავად ხე - ტყის ჩეხვა კვლავ გრძელდება. ბორჯომის ტყეებს უდიდესი ზიანი 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის დროს მიადგა, როდესაც ტყეებში ჩამოგდებული ჭურვების გამო ხანძარი დაიოწყო. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ხანძრის შემდეგ კლიმატი შეიცვალა.
იყო დრო, როდესაც ბორჯომის ხეობაში ხის უნებართვო ჭრა მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა, ტყე შენახული იყო და ადამიანი ანგარებისაგან თავისუფალი.
1993-2000 წლებში უკუღმართულად წავიდა ტყისა და თვით ადამიანების საქმე. ერთი სიტყვით ოდესღაც წყნარი და წესრიგიანი ხეობა, საკურორტო ქალაქი, სოფლები და დაბები უამრავ სტუმრებს რომ მასპინძლობდნენ, იქცა ყოვლად უცნაური და წარმოუდგენელი კრიმინალური ფაქტების ბუდედ.
ბორჯომის ხეობაში განსაკუთრებით, 1993წლის მეორე ნახევრიდან, მასიური ხასიათი მიიღო, ხოლო შემდეგ ძალიან გახშირდა ხე-ტყის დატაცება, რომლის ხელის შემწყობის როლში თანამდებობის პირებიც გამოდიოდნენ. მათმა გაზულუქებულმა ყოფამ დანაშაულში ზოგიერთი მეტყევე და პოლიციის მუშაკიც ჩაითრია.
ბორჯომის ხეობაში უკვე ორი წელიწადია ფეხი მოიკიდა ტყის საშიშმა მავნებელმა ქერქიჭამიამ. ამ მავნებლის წინააღმდეგ, მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით, მთავარია სანიტარულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. მის წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდით ბრძოლის გატარებისთვის გამოიყენება მიმზიდველი პრეპარატები მავნებლით დაავადებულ ხეებზე ფენომენების ჩამოკიდებით, რასაც ამჟამად იყენებს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობა.
„ტყის მოვლა-გაშენება და დაცვა ეს არ არის რომელიმე კერძო პიროვნების საქმე, ეს მისი ერის საქმეა. ვისაც ერის მომავლისათვის გული არ შესტკივა, ის რა საკვირველია, ხებს უღვთოდ გააჩანაგებს, გაკაფავს და ცეცხლსაც კი წაუკიდებს.“-ეს დიდი ილია ჭავჭავაძის მოწოდებაა.
არ უნდა დავივიწყოთ ბუნებაზე შეყვარებული ჩვენი დიდი მგოსნის ვაჟა-ფშაველას ბრძნული შეგონება: „ბუნება მარტო ტყე როდია, მაგრამ ტყე ბინაა ყოველი ცოცხალი არსებისა. ბუნება ყოველთვის ეთნაირად საყვარელია, რადგან უიმისოდ არავის და არაფერს ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ ადამიანმა რომ იცხოვროს, დატკბეს ბუნების ხილვით, მშვენიერებით, თავის მხრივაც უნდა შეუწყოს ხელი მის სიცოცხლეს. ბუნება ადამიანისგან ისე ითხოვს შველას, როგორც ადამიანი ბუნებისაგან.“
მოსახლეობის დაუდასტურებელი ეჭვები
ადგილობრივი მოსახლე ნანა ღონღაძე ამბობს, რომ სიცივე, წვიმა და მუდმივი ქარი ბორჯომს არასდროს ახასიათებდა. “ამ ხანძრის მიზეზი კი ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობაა, ჩემი აზრით, კვალის დასაფარად გარკვეულმა პირებმა გაჩეხილ მასივებში ცეცხლი განზრახ გააჩინეს. გაგანია ომის პერიოდში, როდესაც ხე-ტყეს ცეცხლი ეკიდა და იწვოდა ყველაფერი, ცენტრალურ ტრასაზე ხეებით დატვირთული მანქანების რაოდენობას ვერ ვითვლიდით. გზები ჩაკეტილი იყო, სად უნდა გასულიყო ეს მანქანა, რომ სამართალდამცავებს ვერ დაეჭირათ.
მისი აზრით, ხანძრის დროს ხე-ტყით მოვაჭრე ბევრმა პირმა სარგებელი ნახა, რადგან ხანძარი გაჩეხილი ხეების კვალს აქრობს. მისი აზრით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნებურად, ან ნებით ხელი შეუწყო ამ განუკითხაობას, რადგან ცეცხლი დღეების განმავლობაში ვერ ჩააქრეს.
“ხანძრის გაჩენიდან 2 საათის დაგვიანებით წავიდა სახანძრო, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სახანძრო მანქანები გაფუჭებული ყოფილა. უშუალოდ ჩემმა სიძემ 2 დღის განმავლობაში არემონტა სახნძროს მანქანები”, გვითხრა ნანა ღონღაძემ.
ჩვენ გავესაუბრეთ აგრეთვე ქ.ბორჯომის ერთ - ერთ მეტყევეს, რომელმაც გვთხოვა, არ დაგვესახელებინა მისი სახელი. მისი აზრით, დღესდღეობით საქართველოში მეტყევემ ფუნქცია დაკარგა. “ჩემს მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან პრეზიდენტმა გააუქმა ბრძანება შეშის მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვის შესახებ. შემდეგ კი მოსახლეობა 5 კუბ მეტრზე შეშის მოპოვების ვაუჩერით დაასაჩუქრა, რასაც ტყის მასიური და კანონიერი ჩეხვა მოჰყვა.
თუმცა, მოსახლეობასაც არ ვამტყუნებ, იმდენად გაძვირდა კომუნალური გადასახადები, რომ შეუძლებელია ბუნებრივი აირით, ან ელექტრო ენერგიით გათბობა. არადა, ბორჯომში მკაცრი ზამთარი იცის, შვილებს სიცივისაგან კი ვერავინ გაყინავს”.
ბორჯომის გამგეობაში ხე - ტყის უკანონო, თუ კანონიერ ჩეხვასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ.
ერთ-ერთ ეკოლოგიურ პრობლებას წარმოადგენს ბორჯომის რაიონში წყლის დაბინძურება. მდინარე გუჯარულასა და მდინარე სადგერის შერევის დროს ხდება ფოთლებითა და ანტისანიტარიით დაბინძირება.
შემდეგი პრობლემაა სანაგვე ბუნკერების დაბინძზურება, არ ხდება მათი სანიტარული შემოწმება.
ბორჯომის რაიონში არ ფუნქციონურებს სანეპიტსადგურის სამსახური, რის გამოც არ ხდება სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში დეზინფექციის გაკეთება და სანიტარული შემოწმება. ამის შედეგად ფართოდაა გავრცელბული სხვადასხვა ინფექციური დაავადებები.
სადგერის ტყეში გავრცელებულია დაავადება, რომლის დროსაც მცირე ზომის ნაძვის ხეები ხმება. ეს არის ლაფანჭამია. ამის გამო სადგერში ნახევარი ტყე გაჩეხილია, დარჩენილი ხე-ტყე კი ხმება. არ ხდება ხის შეწამვლა, იმისათვის რომ მოხდეს ამ დაავადების აღმოფხვრა.
აკვამლებული ნაგავსაყრელი ბორჯომში
დანაგვიანებული სანაპირო მდინარე მტკვარზე და ნაგავსაყრელი, რომელიც მუდამ კვამლშია გახვეული; რა საფრთხეებზე საუბრობენ ეკოლოგები და რა არ მოსწონთ ბორჯომში ტურისტებს.
სად მიაქვთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბორჯომიდან?
ბორჯომიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ოთხ ნაგავმზიდს ყოველდღიურად, ქალაქიდან 25 კილომეტრის მოშორებით, ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე გააქვს. ნაგავსაყრელი, რომელიც 1,5 ჰექტარს მოიცავს, გამუდმებით ცეცხლის ალშია გახვეული. ახლომდებარე დასახლების მცხოვრებლები კვამლისა და ნამწვის სუნისგან შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე ჩივიან და ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ნაგვის ურნები დგას, მდინარე მტკვრის სანაპიროზე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალების ნარჩენები მაინც ყრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმისათვის, რომ საკურორტო ქალაქში სისუფთავე იყოს, აუცილებელია ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამის ზომებს მიმართოს და დანაგვიანების შემთხევავში მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე სანქციები დააწესოს.
„ხშირად უთქვამთ ტურისტებს, რომ ქალაქი ძალიან დანაგვიანებულია“
დანაგვიანებული სანაპირო გარკვეულწილად ტურისტებზეც ახდენს ზეგავლენას. ხშირად უთქვამთ ტურისტებს, რომ ქალაქი ძალიან დანაგვიანებულია. სამწუხაროდ ისეთ ადგილებში ყრია ნაგავი, სადაც არ უნდა ეყაროს. თვალში რომ გხვდება ასეთი „პეიზაჟი“, მოქმედებს ადამიანზე და ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თუ ქალაქი ასეთი მოუვლელია, ხალხიც ასეთი იქნება. რაც უფრო სუფთა იქნება ქალაქი, მით მეტი ტურისტი ჩამოვა.
არასამთავრობოები ეკოლოგიურ საფრთხეებზე მიუთითებენ
სამოქალაქო ეკოლოგიური და გენდერული განათლების ასოციაცია „ოაზისი“ ბორჯომში 2005 წლიდან არსებობს. ასოციაციაში ამბობენ, რომ მდინარის დაბინძურება საგანგაშო შედეგს იწვევს.
„საფრთხე მდინარეში არსებულ ყველა ცოცხალ არსებას ემუქრება. საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად წყალში ქიმიური ნაერთებიც ჩადის“, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა ქუმსიაშვილი.საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ნარჩენების დაწვისას ჰაერში გაფრქვეული კვამლი განსაკუთრებით საშიშია: „ის, რაც წვის დროს გამოიყოფა, არის დიოქსინები და ფურანები, რაც არის საკმაოდ საშიში. აბინძურებს გარემოს და იწვევს ალერგიულ დაავადებებს მოსახლობაში“.
ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა მცენარეულობა მეოთხე დღეს შექმნა, ხოლო ადამიანი მეშვიდე დღეს და მას დააკისრა დედამიწისა და მისი სიმდიდრეების პატრონობა და გონივრული გამოყენება.
ადამიანმა, რომელიც თავის თავს „ბუნების გვირგვინს“ უწოდებს, მნიშვნელოვნად შეამცირა ტყის რესურსები და შესამჩნევი ზიანი მიაყენა მათ მდგომარეუბას.
აი, როგორ გადმოგვცემს ბუნების სტატისტიკას ვაჟა-ფშაველა: „ადგა, ცულით დაიწყო ჭრა, იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენი შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ ვკვნესით. თქვენ კი კაცნი ამას „რაკუნს“ ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს „ხის წვენს“ უწოდებთ... განა რომ ხელს არ გამოვიღებთ, თავპირს არ ვაკაწრავთ, არა ვლაპარაკობთ, წასულს არ მივდევთ და მოსულს მრისხანე სახით არ ვუხვდებით, ამიტომ არაფერსა ვგრძნობთ? „მუხას ვჭრიო“ - კაცი თავის ამხანაგს ეძახდა, ვითომდა არაფერიო. იგი ვერ ხედავდა, რომ ჩვენ მაშინ ჩუმად მიწაში ცრემლსა ვღვრიდით, რომ ჩვენმა ცოდვა-ბრალმა დედამიწაც აატირა“...
ჩვენი აზრით, ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური პრობლემების აღსაკვეთად თვით სამოქალაქო აქტიურობაცაა საჭირო. სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობამ რამდენჯერმე მოაწყო დასუფთავების აქციაბორჯომის პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება, ხდება ნერგების დარგვაც.
No comments:
Post a Comment