სამცხე-ჯავახეთში ახალი წლისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. მზადება დიდი ხნით ადრე იწყებოდა. უმძრახ წყალს დიასახლისი ეზოში, სასიმინდესა და ნალიაში ასხურებდა; საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას. რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა . შემდეგ აცხობდნენ "ხარის ქედის" მრგვალ კვერებს, ცხვრის "ბუჟუნას", რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, "ბედის პური" სხვებთან შედარებით დიდი ზომის ცხვებოდა და შიგ აბაზიანს ატანდნენ. შემდეგ დიასახლისი ახცობდა "ბანის პურებს" და "ქათამ-წიწილას" პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ .
აცხობდნენ სამეურნეო იარაღების კვერებსაც: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას. ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახლწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე გადაჯვარედინებული, თავთან და ფეხებთან ბასილას პურებს დაუდებდნენ.
ოჯახის უფროსი კვერებს ერდოდან ყრიდა და თან ლოცვასაც აყოლებდა. თუ კვერი კერიაზე დაეცემოდა, იმ წელს ოჯახი სიხარულში, მატებასა და ბარაქაში გაატარებდა, თუ კართან - წელი მოუსვლიანი ან უსიამოვნო იქნებოდა და ამას წინასწარ ეგუებოდნენ.
ოჯახის მეკვლე სახლში შემდეგი სიტყვებით შედიოდია: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა.“
ოჯახის წევრები მეკვლეს ტკბილეულით გაუმასპინძლდებოდნენ და შემდგომ იწყებოდა მეზობლებისათვის ახალი წლის მილოცვა გადაძახილითა და "მუმლი-მუხასაოს" მღერით.
ჩვენი რაიონის ტრადიციები
ბორჯომელი მრევლისათვის მნიშვნელოვანი წყალკურთხევისა და წმ. ნიკოლოზის გზა, რომლებსაც ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტის – სერაფიმეს ლოცვა–კურთხევით ჩაეყარა საფუძველი 2002 წლიდან.
წყალკურთხევის დროს, 18 იანვრის ღამეს მეუფე სერაფიმე ჯვრის გავლებით აკურთხებს მ,იდნარე მტკვარს, რომელშიც ბორჯომელი მრევლი ჩადის და განიბანება. მრევლი დიდი სიხარუილით ხვდება ამ რიტუალს და ულოცავენ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
21 მაისს. ჩვენს რაიონშ ეწყობა წმ. ნიკოლოზის გზა, სადაც მრევლი ფეხით გადის მანძილს ( 13 კმ–ს) ტიმოთეს უბნის მონასტრიდან წმ. ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრამდე. მრევლს წინ მიუძღვის მეუფე სერაფიმე სამღვდელოებასთან ერთად, ხელში წმინდა ხატებით და საეკლესიო ბაირაღებით. ამასთან ერთად მრევლი ლოცულობს ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სექტემბრის დასაწყისში ბორჯომში ტარდება ტრადიციული დღესასწაული " ბორჯომქალაქობა". აქ ეწყობა კალიგრაფიის კუთხე, სპორტული შეჯიბრებები, საზეიმო მსვლელობა-მარათონი, გამოფენა, თეატრალური წარმოდგენა და მრავალი სხვა.
სექტემბრის დასაწყისში ბორჯომში ტარდება ტრადიციული დღესასწაული " ბორჯომქალაქობა". აქ ეწყობა კალიგრაფიის კუთხე, სპორტული შეჯიბრებები, საზეიმო მსვლელობა-მარათონი, გამოფენა, თეატრალური წარმოდგენა და მრავალი სხვა.
ძალიან კარგი რაიონი გქონია და კარგი ტრადიციები
ReplyDelete