Wednesday, November 13, 2013

ბორჯომის სახელწოდება - ტოპონიმიკა

         ზურმუხტისფერი მწვანის თვალუწვდენელი სიმრავლე;წითელი,ყვითელი და               ზოგან ისევ მწვანე ნათება;თეთრად შეფერილი ნაძვის ხეები...წლის ნებისმიერ დროს       თვალწარმტაცია ბორჯომი,საქართელოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე მის სამხრეთ-         აღმოსავლეთით მდებარეობს.


            ცნობილი ქალაქ-კურორტის სახელი ერთი შეხედვით ამოუცნობ გეოგრაფიულ        
     სახელთა რიგს ეკუთვნის.  მისი წარმოშობის ახსნა ბევრს უცდია,ზოგს უცხოური      
     ჰგონებია.  ხალხსაც გამოუჩენია ერთგვარი მისწრაფება გარკვეული შინაარსი    
     ჩაექსოვებინა მასში.   ხალხურ გადმოცემას ეს სიტყვა ორად გაუყვია და თოთოეული 
     ნაწილი ცალ-ცალკე გაუაზრებია, სახელდობრ ასე:  ბურჯი და ომი  (ხალხური   
     თქმით,თითქოს ერეკლე მეფემ აქ დიდი და უმთავრესი ომი ე.ი. ბურჯი ომი 
     გადაიხადაო).
             საყურადღები ისაა,  რომ ამ ხალხურ გულუბრყვილო ეტიმოლოგიაში სწორად   
     არის მიგნებული სიტყვის პირველი ელემენტი ბურჯი,  რომელიც თავისი  ფორნითა 
     და შინაარსით ახლოსაა გრამატიკული ანალიზით მოპოვებულ 
     მონაცემებთან.   ირკვევა,რომ ბორჯომი მართლა ორნაწილადი სიტყვაა,  მისი მეორე 
     ელემენტი რიგ გეოგრაფიული სახელებისათვის დამახასიათებელ დაბოლოებას 
     წარმოადგენს,  ესაა „-ომ“.
              ქართული განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, “ბორჯო“  ფესვს ნიშნავს.    
     ორბელიანის ცნობით " დიდთა ხეთა რა სხვილ(ნ)ი რტონი განეყოფიან, მას ეწოდებიან გრჯღა, მას ზედეთ განყოფილთა ეწოდებიან ბორჯღალი".
               ბორჯღებიანი ანუ გაბორჯღლილი ხე აღმოსავლეთ საქართველოში ითქმის ისეთ       ხეზე,რომელსაც ფართოდ გაშლილი მრავალი შტო აქვს.


               ბორჯა გამოყენებულია გაბარჯღულრქებიანი ირმის სახელადაც.
       ხსენებული სიტყვები "ბორჯი", "ბორჯღალი","ბორჯა" ცხადია ერთი და იგივე        
      ძირისაა,  მათი მნიშვნელობაც ახლოსაა ერთმანეთთან,  ყველა მათგანი 
      დაკავშირებულია ერთი საერთო ძირიდან წამოზრდილ და მრავალმხრივ გაშლა-  
      განტოტების გაგებასთან.  რაც შეეხება სიტყვა „ბურჯს“,   ყოველგვარი სახის     
      სიმაგრის ე.ი. ბურჯების ასაგებად პირველად საძირკველში გაბარჯღულ ხის ტოტებს 
      ჩაყრიდნენ ხოლმე.
                ამგვარად, "ბორჯომი" წმინდა ქართული სახელია,როგორც დაბოლოებით, ისე   
      ძირეული ნაწილითაც.   ტერმინი „ბორჯომი“ წერილობით ძეგლებში პირველად XVI       საუკუნეში გამოჩნდა (გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი,      
      გიულდენშტეინის  ნაწარმოები ,ვახუშტი ბატონიშვილის ნამუშევრები).
               ასწლოვანი და ხშირი ტყეებით დაბურულ კუთხეში მგვარი შინაარსის      
       სახელწოდების  წარმოშობა შემთხვევითი არ უნდა იყო.  მას უსათუოდ კავშირი 
       უნდა ჰქონდეს ბუნების იმ თავისებურებებთან,  რითაც ხასიათდება დღევანდელი            ბორჯომის ხეობა.

ბორჯომის გეოგრაფიული მდებარეობა

 ბორჯომი  გაშენებულია ბორჯომის ხეობაში მდ.მტკვრისა და მისი  მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის ნაპირებზე.ქალაქსა და მის შემოგარენს უჭირავს მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიანი(უმთავრესად წიწვიანი) კალთები  ზ.დ.800-900მ.  თბილისიდან 150კმ.საერთო ფართობი 1189კმ.კვ.



      ბორჯომის ჰავა ზომიერად ნოტიოა,იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული . საშუალო  წლიური  ტემპერატურა 8,3გრადუსია.ნალექები 653მმ წელიწადში.
       ჩრდილოეთით ესაზღვრება  ხაშურის, ქარელისა გორის აღმოსავლეთით წალკის,სამხრეთით ახალქალაქის და ასპინძის,ხოლო დასავლეთით ახალციხის ადმინისტრაციული რაიონები.
ბორჯომის ხეობა ახალციხის ქვაბულს შიდა ქართლის ბართან აკავშირებს. ხეობის ფერდობები დასერილია ხევებით, ბევრგანაა მეწყერები და გაშიშვლებული კლდეები.
რელიეფი მეტად მთიანია.ბორჯომის რაიონის ტერიტორიააგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით,ანდეზიტებით,ტუფ-ბრეგჩიებით და დანალექი ქანებით.გვხვდება მდინარეული და ტბიური ნალექებიც.

        ბორჯომის რაიონი მოიცავს მცირე კავკასიონის ნაწილს-თრიალეთის ქედის დას.და მესხეთის ქედის აღმ.დაბოლოებებს.ბორჯომის რაიონის ფარგლებშია თრიალეთის ქედის განშტოებები-გვირგვინა(ჩრ. დას-ით) და ციხისჯვარი(სამხ.დას-ით) მწვერვალები თორტიზა,გვირგვინა,მურყნევი,ჯამჯამა, ქვაჯვარი, კოდიანი და სხვა. თრიალეთის ამ შტოქედებს შორის მდებარეობს თორის ქვაბული. მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალების ( ლომის მთა, დედაბერა და სხვა) სიმაღლეა 2000-2200მ. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ბორჯომის ხეობას უჭირავს. რაიონში განვითარებულია საშუალომთიანი ეროზიული რელიეფი, რომელშიც კარგად არის გამოხატული ვულკანიზმის კვალი. აქ არის ბაკურიანის, გუჯარეთისა და დაბაძველის ვულკანური ცენტრები. ბაკურიანის ვულკანური ცენტრიდან წამოსული ნაკადი ბორჯომამდე აღწევს, ხოლო გუჯარეთის ვულკანური ნაკადი წაღვერთან მთავრდება. დაბაძველის ვულკანურ კერასთან დაკავშირებულია ლავური განფენი, რომელიც წყალგამყოფ პლატოს ქმნის მდ. მტკვრიხ ხეობასა და ბორჯომულას აუზს შორის.
      ბორჯომის რაიონი  მდიდარია სამშენებლო ქვით-ანდეზიტი, ბაზალტი, პემზა.
   უმთავრესად გავრცელებულია ტყის ყომრალი და გაეწერებული ყომრალი.

  ბორჯომის დროშა



ბორჯომის გერბი






ბორჯომის ისტორიული მიმოხილვა

 ბორჯომი იშვიათი სილამაზის ქალაქია. იგი მდ.მტკვრისა და პატარა მდინარე ბორჯომულას ხეობებში მდებარეობს.მთების ფერდობებზე  კოხტა სახლებია შეფენილი. რაიონი ცენტრში ძველი და ახალი  სასტუმროა.იქვეა სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, სხვადასხვა უწყებათა შენობები, კაფეები, რესტორნები და სხვა.
       მართალია, ბორჯომ-პარკის ტერიტორიაზე  ძველი არქიტექტურული ძეგლები არ გაგვაჩნია, მაგრამ ექსკურსიები ახლომახლო პუნქტებში-საგერში,გოგიას ციხესა და პეტრეს ციხეში ეწყობა.    
ს ა დ გ ე რ შ ი ფეხითაც  შეიძლება ასვლა და მანქანითაც. ფეხით მოსიარულენი  პლატოს აღმართს თუ აუყვებიან, მალე სადგრის მიდამოებში  აღმოჩნდებიან, სადაც ძველი ნაგებობბიც არის  და ახალიც, ეკლესიაც და დასასვენებელი სახლებიც. 
      


ეკლესია  დარბაზული ნაგებობაა და მრავალჯერ  გადაუკეთებიათ.იგი დაახლოებით  XV-XVI საუკუნებშია აგებული.ამავე დროსაა შეთხზული  საინტერესო ოდა, სადგრის დეკანოზ  სვიმეონ  შოთასძის მიერ.ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს  გვარი  შოთა  რუსთავლისაგან მომდინარეობს.

       მწვანე მონასტერი IX საუკუნის  მამათა მონასტერი  ბორჯომის  მუნიციპალიტეტის  სოფელი ჩითახევი. მეცნიერთა აზრით  მონასტერი წმ.გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების,ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია.სამონასტრო  კომპლექსში შედის  ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანებით სამრეკლო.სამრეკლო  ორ სართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ  ფანჩატურს  წარმოადგენს.
       XVI ს-ში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XXს-ის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წლს კი მამათა მონასტერი აღდგა.
       ბორჯომ-ბაკურიანში ფუნქციონირებს მრავალი ტაძარი:ანდრია პირველწოდებულის,ნიკოლიზის, ღმრთისმშობლის, დავითაღმაშენებლის,მთავარანგელოზის, თამარმეფის, სერაფიმ საროველის, წმ.გიორგის სახელობის   და სხვა.
წაღვრიდან სამი კილომეტრის დაშორებით მდ.გუჯარეთულას მარჯვენა მხარეს სოფელ ტიმოთეს უბნის განაპირას ლამაზ  ბუნებაში მდებარეობს არქიტექტურული ძეგლი-ტიმოთეს უბნის მონასტერი,რომელიც   XII-XIIIსაუკუნეების მიჯნზე აშენებულა.ძეგლის სამშენებლო მასალად გამოყენებულია  ქართული აგური.
    მონასტერი მაღალგუმბათიანი ტაძარია და შესანიშნავი  კომპოზიციით  არის წარდგენილი. გუმბათის დეკორად გამოყენებულია  სხვადასხვა ზომის ცისფრად მოჭიქული  ფილები.მონასტრის საცურავად გამოყენებულია ლორფინები.ტაძრის კედლები მოხატულია.
     ნეძვის მონასტერი დათარირებულია IXსაუკუნით.ძეგლი აგებულია გრგოლ ხანძთელის მოწაეებისა და ქრისტებორეს მიერ.ძეგლის გაწმენდის შემდეგ(1948-1962წ-ში)ეკლესიის თავდაპირველი გეგმა გამოვლინდა და ცხადი გახდა, რომ  საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის, ნეძვი  ყველაზე დიდი ყოფილა.აფსიდიანის შუა ეკლესიის გრძივი კედლები   დანაწევრებული იყო საფეხურიანი  სვეტებითა და თაღებით.აღმოსავლეთ აფსიდის ორივე  მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო  დასვლეთ-ნახევრად  წრიული ექსედრები.ეკლესისას სამხრივი გარშემოსავლელი ჰქონდა.გვერით სწორკუთხოვანი ეკლესიები. ერთმანეთთან დასავლეთი გასასლელით იყო დაკავშირებული.ცნობილია, რომ აწყურის ეპისკოპოსი ,გრიგოლ ხანძთელის მოწაფე ეფრემ მაწყვერელი (დიდი ეფრემი)ნეძვის მონასტარში ცხოვრობდა.
        ბორჯომის ჩრდილო აღმოსავლეთით, მაღალ სალკლდეზე, აშენებულია სალის ციხე, საიდანაც  კარგად მოჩანს პეტრეს, დაბს და გვირგვინას ციხეები, ცხადია სალის ციხე, საშიშროების შემთხვევაში, სასიგნალო პუნქტის მოვალეობას ასრულებდა.    
        გ ო გ ი ა ს  ც ი ხ ე, რომელიც უშუალოდ ბორჯომს ეკვრის, მთის ქედიდან მტკვარს გადაჰყურებს. იგი ალბათ იქვე გამავალ გზას დარაჯობდა. ციხის ვიწრო გალავანი კეხს მიჰყვება და გადასახედთან კოშკით მთავრდება.  ოთხსართულიანი კოშკი პირამიდული ფორმისაა. ყოველ სართულზე კარ-სარკმლებს გარდა სათოფეებია დატანებული. ციხე  XVII საუკუნეს მიეკუთვნება.

გოგიას ციხის შესახებ შემონახულია დღემდე თქმულება.რომელიც საინტერესო ცნობებს გვაწვდის ციხის შესახებ.ბორჯომში ცხოვრობდა ორი რაინდი ძმა, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ციხეები.ძმები შიშის ზარს სცემდნენ შემოსულ მტრებს, მაგრამ გარეშე საშიშროების მოგერიების შემდეგ  ერთმანეთს არ ინდობდნენ-აოხრებდნენ ერთი მეორის  მამულებს და ნატრობდნენ ურთიერთშეხვედრას სასიკვდილოდ.
     ძმათა შორის გამუდმებული ბრძოლა მოსწყენიათ მეგობრებს,ნათესავებს და მათი დაზავება განუზრახავთ.მიზნისთვის თითქმის კიდეც მიუღწევიათ. გოგიას ციხის პატრონს მიუწვევია ძმები და შედგომის დიდ სამზადისს.ძმების შერიგება უნდა მომხდარიყო.გარდა სტუმრებისა, ორივეს  ცალ-ცალკე ამალა ახლდა. შუა ვახშმობაშიც არ იქნებოდნენ, რომ ერთი გაუფრთხილებელი სიტყვის გამო   ძმებმა ხანჯალზე ხელი გაისვეს.საშინელმა სისხლის ღვრამ  60 კაცი იმსხვერპლა,ძმებმაც  ერთმანეთი განგმირეს და მიწას დანარცხეს.
გოგიას ციხეზე გადახდენილ ბრძოლებზე ინფორმაციას გვაწვდის   ისტორიკოსი ვ.პოტტო.ამ იხეში იყო რუსი ჯარის საგუშაგო,რომელიც მეთვალყურეობდასამცხე-ქართლის იწრო გზას.გოგიას ციხის დამხვალთა როცხვში შედიოდა აგრეთვე ქართული მილიციის  ნაწილები, რომლებსაც მამაცი  მებრძოლი ვეზირიშვილი მეთაურობდა .
    ოსმალებს გადაუყვეტიათ  გოგიას ციხის აღება, მაგრამ ქართველები შიგ ჩაკეტილან და  გმირულად შებრძოლებიან მტერს, მოუგერიებიათ მათი იერიში და  დიდად დაზარალებული მტერი უკუქცეულა.
ქალაქს გასცდებით თუ არა, გზის მარცხნივ მაღალი მთის რთულ რელიეფზე    
პ ე ტ რ ე ს    ც ი ხ ე    მდებარეობს. ეს მოზრდილი  ციხე  მტკვარს მარჯვნიდან დაჰყურებს. არავინ უწყის  რატომ  ქვია მას  პეტრეს ციხე, ან ვინ  იყო პეტრე და გოგია. შეიძლება ისინი ისტორიული პირები იყვნენ.აზრის გასამტკიცებლად  ფაქტიც უნდა მოვიშველიოთ , უკვე XVI საუკუნეში „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ იხსენიება პეტრეს ციხე. პეტრეს ციხე  ვახუშტის თქმით XVIII  საუკუნის  პირველ  ნახევარშიც კი „არს ფრიად მაგარი და შეუვალი მტრისგან“.
      XVIII საუკუნის შუა ხანებიდან პეტრეს ციხე და ეს მიდამოები  ერეკლე მეფის კუთვნილება ყფილა. მეფეს  ამ მხარის  სარდლისათვის რევაზ ამილახვრისთვის  უბრძანებია, ციხეში  ჯარი ჩაეყენებინა  და „თუ  მოსარევი მტერი იყოს, პასუხს მისცემენ; თუ დიდი ჯარი იყოს, სოფლებს შეატყობინონ“.ჩვენთვის ცნობილი არ არის  შემდეგ  როგორ  მიიტაცეს  პეტრეს  ციხე ახალციხის ფაშებმა, 1812 წელს  ახალციხეს მიმავალი  ერეკლეს  შვილიშვილი  ლეონი  აქ ღამის გასათევად შეჩერებულა  და იგი ლეკებს მოუკლავთ.
         ციხე ძრითადად ციტადელისა და ქვედა გალავნისგან შედგება.ციხის შიგნით სხვადასხვა  ნაგებობების  კვალი და საკმაოდ  მოზრდილი ორი  წყალსაცავი ჩანს. ციხის კედლებში ბლომადაა სათოფეები და სალოდეები.


       ლ ი კ ა ნ შ ი, შესანიშნავი  სანატორიუმებია, შემდეგ  VII საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა შემოგხვდებათ, რომელი მრავალჯერაა გადაკეთებული.
       ეკლესიაზე  დასავლეთის მხარეს მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო. მეორე სართულის სვეტზე ასომთავრული წარწერიდან ირკვევა, რომ  იგი ქიშვარდ  ავალიშვილსა  და  მის თანამეცხედრეს მეფეთა-მეფის ასულს თამარს აუგიათ. წარწერა  დათარიღებული არ არის, მაგრამ ვარაუდით  XVI საუკუნეში  უნდა იყოს  შესრულებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ავალიშვილების სამფლობელოს წარმოადგენდა და არა მარტო ლიკანი, არამედ ბორჯომიც.
         ლიკნის ხეობის  სიღრმეში კიდევ მრავალი საინტერესო ძეგლია. აქ მდგარი დარბაზული ეკლესია თავისი მინაშენებით საკმაოდ დაზიანებულია, ხოლო მოგვიანებით, დაახლოებით XV-XVI საუკუნეებში  აგებული სამრეკლო უკეთ გამოიყურება.კედლებზე ბლომადაა ჩუქურთმა, მაგრამ ხარისხით დაბალია.
           ამ ადგილებში იგრძნობა ბუნების მკვეთრი ცვლილება, მხოლოდ მთებია მწვანით მოსილი. მტკვრის პირას, გზების შესაყარზე, დგას სიმაგრე, რომელიც           დ ვ ი რ ი ს    ც ი ხ ი ს    სახელით არის ნობილი. მარტალია, იგი  პატარა ციხეა, მაგრამ მას  კარგი მდებარეობა ჰქონდა, რაც საკმაოდ ამაგრებს მის პოზიციებს.
          სოფელ   ქვაბისხევის ახლოს დ ე მ ო თ ი ს    ც ი ხ ე     და    ქ ვ ა ბ ი ს    ხ ე ვ ი ს  მონასტერი მდებარეობს.მის  სამხრეთ ეკვდერის კედელზე  შერჩენილი  მხატვრობიდან  აღსანიშნავია მამაკაცისა და ქალის გამოსახულება, რიმელსაც  „შოთა“ და „ია“ აწერია. რადგან ფრესკა XII-XIII საუკუნეებს  მიეკუთვნება , მეცნიერები ვარაუდობენ , შოთა -შოთა რუსთაველი ხომ არ არისო?


   
 ს ლ ე ს ი ს    ც ი ხ ე, მტკვრის მარცხენა ნაპირას, სლესის ხევის შესართავთან, დგას კლდესთან შეზრდილი ციხე, რომელიც შორიდან ერთიან მასად გვეჩვენება.იგი მტკიცედ ნაგები სიმაგრეა.მის ამგებს არა მარტო ნაგებობის  მაღალ ხარისხზე ,არამედ ციხის კედლების  სილამაზეზეც  უფიქრია.ციხის კომპოზიცია  დღეს ნანგრევების სახით შემოგვრჩა და მაინც მიმზიდველია.


        ფეოდალურ ხანაში -XVI-XVIIIს-ში ისტორიულმა თორმა (დღევანდელი  ბორჯომის და მისის მიმდებარე ტერიტორიები)გაუძლო ყიზილბაშებისა და თურქ-სელცუკების შემოსეებს.


         მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია სოფელ მზეთამზიაში და ქვაბისევში  გათხრებით მოპოვებულია რკინის ხანის შრომისა და ბრძოლის იარაღები:ხელცულები, სატევრები,ისრისპირები, ცულისპიები.

მინერალური წყალი „ბორჯომი“

  ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია, რომლის ასაკიც ათასწლეულებს ითვლის. ის ნახშირორჯანგია, რომელიც გაზის დახმარებით მიწის ზედაპირზე 8-10კმ სიღრმიდან ამოდის. სხვა ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებისგან განსხვავებით, ბორჯომი მიწის ქვეშ ვერ ასწრებს გაგრილებას და ზედაპირზე თბილი სახით ამოდის გზად კი კავკასიის მთების ქანებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით მდიდრდება.


კვლევების შედეგები იმას მიუთითებს, რომ იგი მიწის წიაღში მინერალიზებული შედარებით ახალგაზრდა, მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლებისგანაა ფორმირებული.

XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი კვლევის პროცესში, რომლლის ფარგლებშიც სხვადასხვა მინერალური წყალი გამოიკვლიეს აღმოჩნდა, რომ მინერალური წყალი „ბორჯომი“ წყალბადის ზოგიერთი იზოტოპების თანაფარდობით, რომელიც ყველა მინერალურ წყალში არსებობს, კარდინალურად განსხვავდებოდა დანარჩენი საკვლევი წყლებისაგან.

„ბორჯომი“ უნიკალური წყალია, რომელსაც ჩვენ 1500 მეტრის სიღრმიდან მოვიპოვებთ, თუმცა მისი ფორმირება გაცილებით უფრო ღრმად, 8000 მეტრის სიღრმეზე ხდება. სწპრედ მიწიდან ამოსვლის დროს ჯერდება წყალი უნიკალური მინერალებით.
კავკასიაში ბევრი მინერალური წყალი მოიპოვება, მაგრამ არც ერთ მათგანს გააჩნია ისეთი შემადგენლობა, როგორიც „ბორჯომს“ აქვს. ბორჯომის თითოეული წვეთი შეუფასებელია.
საწარმოო გაერთიანება „ბორჯომი“ წელიწადში 400 მილიონ ბოთლ „ბორჯომს“ აწარმოებდა, რომელიც მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში გადიოდა.


XIX საუკუნიდან დაწყებული წყლის უნიკალურ თვისებებზე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამედიცინო კვლევა გამოქვეყნდა. 170 წელზე მეტია „ბორჯომის“ საბადო გეოლოგებისა და ქიმიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. მათი კვლევები ადასტურებენ მინერალური წყლის ტემპერატურის ფიზიკურ და ქიმიური თვისებებისა და მისი მინერალური შემადგენლობის უცვლელობას. დღეს „ბორჯომის“ შემადგენლობა ზუსტად ისეთია, როგორიც იყო მისი აღმოჩენის დროს. ამას ამტკიცებს 1890 წლიდან დღევანდელ დღემდე რეგულარულად წარმოებული კვლევების შედეგები.
წყლის უნიკალურ თვისებებზე ჯერ კიდევ უძველეს დროშია საუბარი. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მტკიცებით, ძველად „ბორჯომს“ არა მარტო სვამდნენ, არამედ სამკურნალო აბაზანებსაც იყენებდნენ. ამას ადასტურებს გათხრების დროს ნაპოვნი ქვის აბაზანები, რომელიც ახ. წ. ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. გარდა ამისა აღმოჩენილია შუა საუკუნეების თიხის მილები, რომლებიც ბორჯომის ზოგიერთ წყაროს უერთდებოდა. როგორც აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს - „საქართველოში ძველად მიღებული ყოფილა სამკურნალო წყლებით მკურნალობა, გარეგანი საშუალების სახით აბაზანებად და შინაგანად - დასალევად. ასევე იერთი და იმავე დროს გარეგან და შინაგან საშუალებად.“

პირველი ოფიციალური ცნობა ბორჯომის მინერალური წყლის მკურნალობაზე მოგვაწოდა ფერშალმა მარტონენკომ 1827 წლის 15 ნოემბერს.
1816 წელს ქ. გორში განლაგდა პოპოვის ცხენოსანთა პოლკი, რომლის ჯარისკაცებიც მივლინებული იყვნენ ბორჯომის ხეობაში შეშის დასამზადებლად. სწორედ მათ „მეორადად“ აღმოაჩინეს ბორჯომის მინერალური წყლის საბადოები, რომლის წყალი ბოთებით მიჰქონდათ ქ. გორში უფროსების საპატივსაცემოდ. 1825 წელს პოლკის უფროსმა პ.ვ. პოპოვმა იმკურნალა ბორჯომის წყლის აბაზანებით. შემდგომში ავადმყოფ ჯარისკაცებს იგი აგზავნიდა ბორჯომში სამკურნალოდ.
ბარონი გ.ვ. როზენ პირველი რუსეთის მეფეს ატყობინებდა, რომ „აღმოჩენილი მინერალური წყლები დიდ სამსახურს გაუწევენ ქრონიკულად დაავადებულ ჯარისკაცებს განკურნებაშიო.“
ბორჯომი საუკეთესოდ წმენდს ორგანიზმს, აცილებს სიმძიმის უსიამოვნო გრძნობას და ათავისუფლებს ზედმეტისაგან, უნიკალური ბუნებრივი თვისებების წყალობით „ბორჯომი“ არა მხოლოდ კლავს წყურვილს, ეფექტურადაც წმენდს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.
კვების ჰიგიენის სპეციალისტების აზრით, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ირღვევა და შესაბამისად მასში მჟავა ჭარბობს. „ბორჯომის“ სისტემატიური მიღება ხელს უწობს ბალანსის ნორმალიზებას და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. „ბორჯომი“ აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და ორგანიზმიდან მავნე ნივთიეებებს გამოდევნის.
წყალი დაბალანსებული მინერალური შემადგენლობით გამოირჩევა, რაც შესაძლებელს ხდის მის ყოველდღიურ მოხმარებას.
ბორჯომის მინერალური წყლების მოქმედება დეტალურად შეისწავლა მედიცინის  დოქტორმა ალექსანდრე ალადაშვილმა, რომელმაც 1911 წელს ხარკოვის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ბორჯომის ეკატერინეს მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხებისათვის“.  მან დაადგინა, რომ ბორჯომის ეკატერინეს მინერალური წყალი საჭმლის მიღებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე ამცირებს კუჭის სეკრეციას და კუჭის წვენის მომნელებელ ფუნქციას, მაშინ, როდესაც იგივე მინერალური წყალი მიღებული საჭმელთან ერთად, აძლიერებს კუჭის სეკრეციას; რომ პარალელურად იცვლება პანკრეასის სეკრეციაც და ოდნავ მატულობს ნაღვლის გამოყოფა; რომ გაზიანი ბორჯომის მინერალური წყალი უფრო აძლიერებს კუჭის სეკრეციას ვიდრე უგაზო მინერალური წყალი.
პროფესორ ალადაშვილის დასკვნები ახალი სიტყვა იყო მედიცინაში, კურორტოლოგიის მეცნიერებაში, რამაც დასაბამი მისცა ბორჯომის ტიპის მინერალური წყლებით მკურნალობას, სრულიად ახალი, განსხვავებული მეთოდებით გამოყენებას ბალნეოლოგიაში და საერთო აღიარება დაიმსახურა. ბორჯომის მინერალურ წყალს თავისი უნიკალური თვისებებით ვიშის (საფრანგეთი) წყალსაც ადარებენ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - ტურიზმი

 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა WWF-ის ფინანსური მხარდაჭერით,ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი (61 235 ჰა) , ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი  (14 820 ჰა) , ნეძვის აღკვეთილი  (14 820 ჰა) , ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი (22 000 ჰა) , თეთრობის აღკვეთილი (3 100 ჰა).


                2007 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის –  PAN Parks-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე მეტყველებს.
გეოლოგიურად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ ქვეზონას მოიცავს.
ეროვნული პარკში გაერთიანდა ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ისტორიული კუთხის განაპირა ნაწილებია. პარკი მდებარეობს თორის, იმერეთის და სამცხის ტერიტორიაზე. საერთო ფართობი დაახლოებით 61235 ჰა-ია.
        ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტყეები წარმოდგენილია მუქწიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეებით. შერეულ ფოთლოვან ტყეებს უმთავრესად წაბლი, წიფელი, რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კოლხური მუხა, დეკა  და იფანი  ქმნიან. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი ფოთლოვანი ტყე მეორეთი იცვლებაა: წიფლნარებს ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით, ხოლო შემდგომ რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. ბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები - ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი.


     ტყის სარტყლის ზედა ზონებში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, რომელიც აღმოსავლური ნაძვით, კავკასიური სოჭით და ფიჭვითაა  შექმნილი. სუბალპურ სარტყელში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ ბალახეულობა და მდელოები.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი, ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, როგორებიცაა: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, სტევენისა  და ვინოგრადოვის ზამბახი.


              მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი, ფოცხვერი და დათვი. ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს  ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის  მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. Aაქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს„ წითელ ნუსხაშია“ შესული.
წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვიძილგუდა,   სინდიოფალატყის კვერნაკლდის კვერნაკავკასიური ციყვებიფაქტიურად ყველგან  გვხვდება მელა  და კურდღელი.


ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდებამათგან აღსანიშნავიაკავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ.
ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობებიროგორიცაა მთის არწივიორბისვავი  და კავკასიური როჭო .
დღევანდელი ბორჯომ ხარაგაულის პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე საოცრად  განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებითრაც საინტერესო ეთნოგრაფიულ   მრავალფეროვნებაშია გამოხატულირაც ეროვნული პარკის დამთვალიერებლებზე   დამატებით შთაბეჭდილებას ახდენს.
     ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებითსიძველის  და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩასმული ისეთი ძეგლების მონახულებაროგორებიცაატიმოთესუბნის მეცამეტე   საუკუნის გუმბათოვანი ტაძარინეძვის ეკლესია (მე-9 საუკუნე), ნუნისის ეკლესია  (მე-9 საუკუნე), საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან (მე-10 საუკუნე), ჩითახევის   მწვანე მონასტერი (მე-9 საუკუნე), გოგიას ციხე და პეტრას ციხე დაბა ლიკანთან  (მე-9 საუკუნე), ვახანის და ოქროს ციხეები ადიგენის რაიონშიეროვნული პარკის   მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ძველი არქეოლოგიური ძეგლებიც არსებობს,   მაგალითადბრინჯაოს ხანის ციკლოპური ნამოსახლარი სოფელ ბოგასთანბრინჯაოს   ხანის სამარხები და ანტიკური ხანის კულტურული ფენები.
     ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნიამის  სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა  და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარედამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებსბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სეზონი პირველად 2003 წელს გაიხსნა. თავდაპირველად წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 1020 -ს აღწევდა.
     





 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფუნქციონირებს ტურისტებისათვის საინტერესო და კომფორტული ბილიკები. ესენია : ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი , ანდრია პირველწოდებულის ბილიკი , პანორამების ბილიკი , ხელუხლებელი ტყის ბილიკი , ზეკარის უღელტეხილის ბილიკი , ნაკვალევის ბილიკი , საგანმანათლებლო ბილიკი , მეღრუკის ხეობა , მწყემსების ბილიკი.

აქედან ყველაზე პოპულარულია რომანოვის , პანორამებისა დანაკვალევის ბილიკები.
გარდა ამისაქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში არსებობს მრავალი დიდი და პატარა კომფორტული სასტუმრო.